- 2022-11-21
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოში DMO იმერეთის ინიციატივით მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის განხილვა მოეწყო.
როგორც DMO იმერეთის ხელმძღვანელმა მარი დევიძემ განაცხადა, მიმდინარეობს ახალი ლოკაციების ათვისება იმერეთის მასშტაბით. აღინიშნა, რომ წყალტუბო ტურისტულად ყველაზე მრავალფეროვანი მუნიციპალიტეტია იმერეთში, რადგან ვიზიტორთან რაოდენობის მხრივ „პრომეთეს მღვიმე“ პირველ ადგილზეა ბოლო 4 წლის მონაცემებით.
შეხვედრაზე, რომელსაც ისტორიკოსები, წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ მკვლევარმა და პროფესორმა, გეოგრაფმა გია გვალაშვილმა ახალი წიგნის „იმერეთის 100 ძეგლის“ პრეზენტაცია მოაწყო. მეცნიერმა წიგნში შესულ წყალტუბოს ტურისტულ და ისტორიულ ძეგლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა სოფელი უკავშირდება თქმულებას, ლეგენდას, ისტორიას, რომელთა გაცოცხლება აუცილებელია.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ წყალტუბოს ტურიზმის საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ვერა ზურაბიანმა ახალი საინფორმაციო ბუკლეტი წარუდგინა აუდიტორიას, რომელზეც სოფელ ჩუნეშის ტურისტულად საინტერესო ადგილებია დატანილი.
გიორგი დვალაშვილის წიგნში „იმერეთის 100 ძეგლი“ წყალტუბო საპატიო ადგილს იკავებს.
შეხვედრა ადგილობრივ სექტორთან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით