- 2022-11-21
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
დიდი ქართველი პოეტის გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით წყალტუბოში პოეზიის საღამო გაიმართა.
ღონისძიებაზე მე–20 საუკუნის ქართული პოეზიის ერთ–ერთი უდიდესი წარმომადგენლის, ,,პოეტების მეფის’’, გალაკტიონის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს, ამასთან მისი შედევრებად აღიარებული ლექსები წაიკითხეს.
როგორც პოეზიის საღამოს მოწყობის ინიციატორმა და ორგანიზატორმა საზოგადოება ,,ძველი წყალტუბოელების’’ ხელმძღვანელმა გელა ხუნწარიძემ აღნიშნა, წყალტუბოში განსაკუთრებით აფასებენ იმ ადამიანებს, რომლებსაც უყვართ ლიტერატურა და პოეზია.
პოეზიის საღამო ა(ა)იპ კულტურის ცენტრის მმართველის მოადგილეს ლილი გელენიძეს მიჰყავდა. მოწვეულ სტუმრებს გაზეთ ,,ახალ წყალტუბოსთან” არსებული ლიტერატურული გაერთიანების წევრებმა საკუთარი ლექსებიც წაუკითხეს.
ღონისძიების ფარგლებში, ლექსების ავტორებსა და ხელოვნების დარგის დამსახურებულ წარმომადგენლებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
პოეზიის საღამოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სერგო კირკიტაძე, თვითმმართველობისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.