- 2022-12-08
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი წყალტუბოში დადგეგმილი პროექტები, 2023 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი და სოციალური პროგრამები იყო.
გენადი ბალანჩივაძემ მრჩეველთა საბჭოს რამდენიმე დიდ პროექტზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტი სამ წარმატებულ მუნიციპალიტეტს შორის დასახელდა, რაც ცენტრალური ხელისუფლებიდან მომავალი წლის გაზრდილი ბიუჯეტით აისახება.
როგორც მერმა განაცხადა, მომავალ წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დაგეგმილია 14 სკოლის სრული რეაბილიტაცია, ახალი თანამედროვე სტრანდარტების სკოლის მშენებლობა სოფელ ოფშკვითში, საბავშვო ბაღების ცენტრალიზებული გათბობით და ინვენტარით უზრუნველყოფა, წყლის ცენტრალიზებული სისტემის მშენებლობა სოფლებში გეგუთში, პატრიკეთში, ტყაჩირში, საყულიაში. მოამავლ წელს დაგეგმილია კიდევ 7 სანატორიუმის გაყიდვა- რეაბილიტაცია, მიმდინარეობს თანამედროვე ევროპულ სტანდარტებზე გათვლილი ახალი სპორტული სტადიონების მშენებლობა.
„2023 წელს დაიწყება 4 მილიონიანი პროექტი ს/დ „ივერიის“ სრული რეაბილიტაცია, იგეგმება თამარ მეფის ქუჩის „განახლებული რეგიონების“ პროექტში გათვალისწინება, ახალი წლის ბიუჯეტში სგაზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კვლავ პრიორიტეტად რჩება.
მრჩეველთა საბჭოს წევრები ახალგაზრდული პროგრამებით, სოციალური საკითხებით და წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის და შესრულების პროცესით დაინტერესდნენ და მუნიციპალიტეტის პირველი პირისგან კონკრეტულ საკითხებზე მიიღეს პასუხები.
საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ფატი გაგოშიძემ მერის მრჩეველთა საბჭოს მომავალი წლის ბიუჯეტის პრეზენტაცია წარუდგინა და აღნიშნა, რომ 2023 წლის ბიუჯეტი ამ ეტპაზე 19 304 000 ლარით არის განსაზღვრული, რაც წინა წელთან შედარებით 4 მილიონ ლარზე მეტია. ბიუჯეტის ზრდა დღგ-ეს გადასახადების შემოსავლების ხარჯზე გაიზარდა, როგორც ფატი გაგოშიძემ განმარტა, ბიუჯეტი ცოცხალი და ცვალებადი ორგანიზმია, „ ამ ბიუჯეტში ჯერ არ არის ასახული გრანტები, სხვადსხვა სახემწიფო ტრანსფერები, სოფლის პრეოქტები, რომელიც წლის ბოლომდე ჩვენი ვარაუდით 50 მილიონამდე გაზრდის ბიუჯეტს”.
საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა მრჩეველთა საბჭოს ახალი ინიციატივის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რაც 2023 წლის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მეწარმე ქალების ხელშეწყობას ითვალსწინებს.
განახლებულ სოციალურ პროგრამებზე ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსმა ნათია ჩაკვეტაძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ გაიზარდა პროგრამების დაფინანსება და დაემატა ახალი პროგრამები.