- 2022-12-31
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის გენადი ბალანჩივაძის ინიციატივით, შეჭირვებული ოჯახებისთვის საახალწლო ნობათის დარიგება გრძელდება.
დღეს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს როგორც სურსათი, ასევე, ტკბილეული დაურიგდათ. საქველმოქმედო აქცია ბიზნესმენების: მურად სინაურიძისა და თენგიზ ჯიმშელეიშვილის ფინანსური დახმარებით მოეწყო.
ნობათის გადაცემისას მერთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა, პირველმა მოადგილემ კობა გურეშიძემ, მერის მოადგილემ გრიგოლ ყურაშვილმა, ასევე, თვითმმართველობისა და ბიზნესის წარმომადგენლებმა ადგილობრივებს ახალი წლის დღესასწაული მიულოცეს, მშვიდობა, ჯანმრთელობა და ბედნიერება უსურვეს.