- 2023-01-07
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, წყალტუბოში წინასაახალწლო ზეიმი მიმდინარეობს.
მოწყობილია საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები,ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.პატარებს ურიგდებათ საჩუქრები. ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ადგილობრივ მეწარმეებს გასაყიდად აქვთ გამოტანილი თავიანთი ხელნაკეთი ნივთები და პროდუქცია.
გალა კონცერტამდე, გაიმართა ბავშვთა საესტრადო ანამბლების: ,,ცისარტყელას” და ,,ოცნების” კონცერტი
18 საათიდან კი, დაიწყება გალა კონცერტი, სადაც მონაწილეობას “თეატრალური კვარტეტი” და – ‘’თამადა’’ მიიღებენ.
საახალწლო ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.