სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2023 იწყება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2023 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება იწყება.
მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე და საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი დღეს სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ და წინასწარი მოსამზადებელი სამუშაო სხდომა გამართეს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსახორციელებელი პროექტების შერჩევის წესი უცვლელია, ადგილობრივი მოსახლეობა სოფლის კრებებზე კენჭისყრის პრინციპით თავად წყვეტს საჭიროებებს და პრიორიტეტებს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სულ 47 სოფელია და პროგრამაში 6 სამუშაო ჯგუფი ჩაერთვება, რომელიც დაკომპლექტებულია საკრებულოს დეპუტატებისა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებით.
როგორც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ განაცხადა თითოეული სოფლისთვის შერჩეული პროექტი უნდა იყოს რეალური და სარგებლობის მომტანი.
 „სამუშაო ჯგუფი იქნება პასუხისმგებელი პროექტის წარმატებით და ხარისხიან განხორციელებაზე. მთავარია რომ მოთხოვნები შეესაბამება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პრიორიტეტებს: გაკეთდეს გზა, წყალი, განათება და ა.შ.“ – აღნიშნა გენადი ბალანჩივაძემ.