- 2023-01-27
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
დღეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, გენადი ბალანჩივაძე და საკრებულოს თავმჯდომარე, თეიმურაზ ჭეიშვილი წყალტუბოს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალტუბოს სახანძრო-სამაშველო განყოფილებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს წარმომადგენლებს შეხვდა.
„ მიმდინარე წელი გამორჩეული იქნება ახალი ინიციატივებით , მე ვიწყებ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან აქტიურ თანამშრომლობას“, – აღნიშნა გენადი ბალანჩივაძემ და საგანგებო სიტუაციებთან, სტიქიასა და ქალაქში წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული ორგანიზაციების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა დროული და ეფექტური თანამშრომლობისათვის, წლის განმავლობაში პროფესიული მოვალეობების ერთგულად შესრულებისათვის.
„ჩვენ ერთად ვქმნით ჩვენი ქალაქის სახეს, შეთანხმებითა და ურთიერთთანადგომით საქმის კეთება მოგვცემს საუკეთესო შედეგს წინსვლისა და განვითარებისთვის“, აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა და მხარდაჭერა აღუთქვა ყოველ მათგანს ქალაქის საკეთილდღეოდ გამოჩენილი ინიციატივების განხორციელებაში.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ასევე წყალტუბოს მუინიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა რიმა მარგიანმა.
წყალტუბოს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალტუბოს სახანძრო-სამაშველო განყოფილებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს წარმომადგენლებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.