- 2023-03-06
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, თეიმურაზ ჭეიშვილმა დედის დღე (ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების” თანამშრომელ ქალბატონებს მიულოცეს, და სიმბოლური საჩუქრების გადასცეს.
,, ძვირფასო ქალბატონებო, გილოცავთ 3 მარტს- დედის დღეს, დღესასწაულს, რომელსაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან განუზომელია დედის ღვაწლი თითოეული ადამიანის ცხოვრებაში, მადლობა დაუღალავი შრომისა და ერთგულებისთვის, თქვენ ყოველდღე ზრუნავთ ჩვენი ქალაქის სისუფთავეზე, ჯანსაღ გარემოზე, რასაც ვხედავთ და ვაფასებთ, გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას, ბევრ სიხარულს თქვენს ოჯახებთან ერთად, როგორც მერი გავაკეთებ ყველაფერს თქვენი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად’’-აღნიშნა გენადი ბალანჩივაძემ.
მუნიციპალიტეტის მერს გულისხმიერებისა და მზრუნველობისთვის შეხვედრაზე მოწვეულმა ქალბატონებმა მადლობა გადაუხადეს .
ღონისძიება კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.