- 2023-03-06
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოში ადგილობრივი თვითმმართველობის პირველმა პირებმა დედის დღე მიულოცეს იმ გმირების დედებს, რომლებმაც სიცოცხლე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას შეწირეს.
„ მამუკა სამაკაშვილი, მამია ფანცულაია, რომა უგრეხელიძე, ფილიპე მგალობლიშვილი ის ქართველი ვაჟკაცები არიან, რომლებიც წყალტუბოდან წავიდნენ 2008 წლის აგვისტოს ომში და გმირულად დაიღუპნენ .
ვულოცავ ამ ვაჟკაცების დედებს, მეუღლეებს დედის დღეს, ვუსურვებ სულიერ მხნეობასა და ჯანმრთელობას”
– აღნიშნა გენადი ბალანჩივაძემ.
გმირების დედებს და ოჯახებს ყვავილები და სიმბოლურ საჩუქრები მერის მოადგილემ გრიგოლ ყურაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კობა გურეშიძემ გადასცეს.