- 2023-03-18
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან წლის დამსახურებული მასწავლებელი ბანოჯის სკოლის გეოგრაფიისა და ბიოლოგიის პედაგოგი ქეთევან აფხაძე გახდა.
დღეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მამუკა ჩხეტიანი, მერის წარმომადგენელი გუბრის ადმინისტრაციულ ერთეულში ბესიკ ბალანჩივაძე სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ. მუნიციპალიტეტის მერმა პედაგოგს დამსახურებული ჯილდო პირადად გადასცა.
სკოლის დირექტორმა ნინო წილოსანმა მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მერს და აღნიშნა, რომ დამსახურებულ ჯილდოზე ბანოჯის სკოლის მასწავლებლის წარდგენა დიდი აღიარება და პედაგოგის ღვაწლის დაფასებაა.
ქეთევან აფხაძე ბანოჯის საჯარო სკოლაში 40 წელია გეოგრაფია – ბიოლოგიის მასწავლებლად მუშაობს. ამ ხნის განმავლობაში მისი მოსწავლეები არაერთი სასკოლო თუ საერთაშორისო პროექტის გამარჯვებულები იყვნენ.
შეხვედრაზე ბანოჯის საჯარო სკოლის დირექტორმა, პედაგოგებმა და მოსწავლეებმა აუდიტორიას პრეზენტაციების სახით თანამედროვე სწავლა-სწავლების მეთოდები და პრინციპები გააცნეს.
„თამაშზე დაფუძნებული სწავლა“,,წყნარი ოკეანის დაბინძურების თანამედროვე მდგომარეობა და გავლენა მსოფლიო ოკეანის ეკოსისტემაზე’’ ,,ფინანსური წიგნიერება, მულტიმოდალური სწავლებით შექმნილი რესურსები შშმ მოსწავლეებისათვის’’,,გეომეტრიული ფიგურების დანახვა, დახაზვა და წაკითხვა’’, ,,სოფელ ბანოჯის კულტურული მემკვიდრეობა’’-
ეს ის თემები იყო, რაზეც მონაწილეებმა კონფერენციები წარადგინეს.
გენადი ბალანჩივაძემ სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგიურ კოლექტივს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა რომ მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა სკოლას ინფრასტრუქტურის მოწყობაში მაქსიმალურად შეუწყობს ხელს.