- 2023-04-11
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, მერის მოადგილემ გრიგოლ ყურაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა, პირველმა მოადგილემ კობა გურეშიძემ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
მამა გიორგიმ გადაიხადა დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.