- 2023-05-15
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იტალიის ქალაქ სალსომაჯორე-ტერმეში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და სალსომანჯარო ტერმეს მერმა ფილიპო ფრიტელმა ქალაქების წყალტუბოსა და სალსომაჯორე-ტერმეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის, სფეროებში გამოცდილებათა გაზიარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.
სალსომაჯორე-ტერმეში იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე არჩილ ღიბრაძე, მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ნათია ჩიხრაძე და შპს ,,წყალტუბოს თერმული წყლების’’ – წარმომადგენელი ელგუჯა ბალანჩივაძე.
ოფიციალურ შეხვედრაზე მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის გეგმებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თერმული წყლის სამკურნალო თვისებების განხილვისა და სამედიცინო ტურიზმის განვითარების საკითხს.
„ჩვენი სურვილია მეგობრობისა და თანამშრომლობის მყარი კავშირის შექმნა წყალტუბოსთან, რათა უზრუნველვყოთ ტურიზმის ხელშეწყობა განსაკუთრებით სამედიცინო ტურიზმის, ღვინისა და აგროსასურსათო სექტორის მიმართულებით, გარდა ამისა, ხელი შევუწყოთ სამეცნიერო- კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში მომავალ თანამშრომლობას’’- აღნიშნა სალსომაჯორე ტერმეს მერმა ფილიპო ფრიტელმა.
,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტისთვის ახალი საერთაშორისო ურთიერთობების დამყარება უმნიშვნელოვანესია, ვფიქრობ იტალიის ქალაქ სალსომაჯორე ტერმესთან დაძმობილება იქნება საინტერესო სამედიცინო ტურიზმის განვითარების მხრივ, რადგან ისევე როგორც წყალტუბო, სალსომაჯორე ტერმეც არის ცნობილი თერმული წყლებით, დარწმუნებული ვარ ქალაქების დაძმობილების შემდეგ ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული იქნება’’- განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ
A delegation from the municipality of Tskaltubo was on an official visit to the Italian city of Salsomaggiore-Terme.
Within the framework of the visit, the mayor of Tskaltubo Municipality-Genadi Balanchivadze and the mayor of Salsomaggiore-Terme-Filippo Friteli signed a memorandum of cooperation between the cities of Tskaltubo and Salsomaggiore-Terme.
The Memorandum of understanding provides for the exchange of experience and implementation of joint projects in the fields of economy, tourism and culture.
Member of the Parliament of Georgia, Majority deputy of Samtredia, Tskaltubo, Vani and Khoni – Givi Chichinadze, Chairman of Tskaltubo Municipality City Council – Teimuraz Tcheishvili , Chairman of the Finance and Budget Commission of City Council Archili Gibradze, Senior specialist of statistics, project management, relations with international and local donor organizations in City Hall of Tskaltubo Municipality – Natia Chikhradze and representative of Ltd ‘’Tskaltubo Thermal Waters’’ – Elguja Balanchivadze were in Salsomaggiore-terme.
During the official meeting the parties discussed plans and prospects for future cooperation. Special attention was paid to the discussion of thermal water healing properties and the development of medical tourism.
‘’Our desire is to establish a strong bond of friendship with Tskaltubo to ensure the promotion of tourism, especially medical tourism, wine and agro-food sectors, in addition to promote future cooperation in scientific, cultural and educational fields.’’- Said the mayor of Salsomaggiore-Terme-Filippo Friteli
’’For Tskaltubo Municipality establish new international relations is very important, and I think that a partnership with the Italian city of Salsomaggiore-Terme will be interesting in terms of developing medical tourism, because just like Tskaltubo, Salsomaggiore-Terme is also known for its thermal waters. I am sure that after twinning of the cities, our cooperation will be successful.’’ Said the mayor of Tskaltubo municipality-Genadi Balanchivadze.