- 2023-05-24
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2023 წლის რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება.
აღმაშენებლისა და თამარ მეფის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში აღნიშნულ ქუჩებზე სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. სანიაღვრე სისტემა შეიცვალა ასევე ავალიანის ქუჩაზეც, სადაც მალე გზის რეაბილიტაციაც დაიწყება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ ქალაქ წყალტუბოში მოგვარდება მოსახლეობისა და კერძო ობიექტების დატბორვის პრობლემა.