- 2023-05-26
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისი წყალტუბოში სხვადასხვა კულტურული-შემეცნებითი და სპორტული ღინისძიებებით აღინიშნება.
ქვეყნის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს ჰიმნის ფონზე აღიმართა ეროვნული დროშა.
შეკრებილ საზოგადოებას მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ სიტყვით მიმართა:
„ძვირფასო თანაქალაქელებო, გილოცავთ, უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
საუკუნეების განმავლობაში სამშობლოს თავისუფლება იყო ის მთავარი იდეა, რაზეც იდგა ქართველი ერის ძლიერება. თაობიდან თაობას გადაეცემოდა სამშობლოს თავისუფლებისა და ამ თავისუფლებისათვის ბრძოლის უკვდავი იდეა. ამ სულისკვეთებით იბრძოდნენ სამშობლოსთვის თავდადებული გმირები და მათ ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია.
1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება თავისუფლების იდეის გამარჯვება იყო, და თუმცა პირველი რესპუბლიკა ხანმოკლე აღმოჩნდა, არ განელებულა ქართველთა ბრძოლა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, რაც 1991 წელს სახელმწიფოებრიობის საბოლოოდ აღდგენით დაგვირგვინდა. სწორედ თავისუფლება გვაძლევს ძალას გავაგრძელოთ ისტორიული განვითარება, გავაღრმავოთ დემოკრატიული განვითარება.
დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი თაობები ღირსეულად შეძლებენ ამ გზის გაგრძელებას. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, გისურვებთ თავისუფალ, ერთიან, მშვიდობიან საქართველოში ცხოვრებას! უფალი იყოს ჩვენი შემწე და მფარველი!“, – განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.