- 2023-05-29
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს სახალხო თეატრმა პრემიერა წარადგინა.
დავით კლდიაშვილის ნაწარმოების „სამანიშვილის დედინაცვალის” მიხედვით სპექტაკლი საკონცერტო დარბაზ „ივერიის“ სცენაზე დაიდგა.
პრემიერას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, ა(ა)იპ კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი რეზო მესხი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
„სამანიშვილის დედინაცვალში“ მწერლის მიერ გენიალურად დანახული ეპოქისა და არსებობისთვის ბრძოლის შთამბეჭდავი ისტორია მსახიობებმა საინტერესოდ წარმოადგინეს. პლატონ სანამიშვილის ერთი შეხედვით ღიმილისმოგვრელი ამბავი, რომელიც ტრაგედიად იქცევა, წყალტუბოს თეატრალურმა დასმა სცენაზე გააცოცხლა.
დამდგმელი რეჟისორი – ზაზა კიკნავეელიძე,
მხატვარი – მამუკა ტყეშელაშვილი.
მოქმედი პირნი: ბეკინა – სულიკო იოსელიანი
პლატონი – თემურ ისაკაძე,
დედინაცვალი – ირმა კუბლაშვილი
მელანო – თეა გეგჭკორი,
დაროკო – ნინო ვეკუა
კირილე მიმინოშვილი – გოჩა ნოკლაძეე
არისტო – ზურაბ ყურაშვილი
სალომე – მზია ქაჯაია
მასპინძელი – ინგა ხვადგიანი