- 2023-06-15
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის პირველი სკოლის დაარსებიდან 125 წელი შეუსრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, მოადგილე სერგო კირკიტაძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მამუკა ჩხეტიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საუკუნის სკოლის ისტორია, მიღწევები და წარმატებები საზოგადოებას ცხუნკურის საჯარო სკოლის დირექტორმა ნინო ჯალიაშვილმა გააცნო. სასკოლო განათლების მნიშვნელობისა და მასწავლებლის როლზე სკოლის პედაგოგებმა და წარმატებულმა კურსდამთავრებულებმა ისაუბრეს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ თავის გამოსვლაში სკოლის რეაბილიტაციის საკითხზე გაამახვილა ყურადღება და ადგილობრივებს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას დაჰპირდა.
სკოლის ისტორია 1898 წლიდან იწყება, სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლას ჯერ დაწყებითი, შემდეგ კი არასრული სკოლის სახელი მიენიჭა.