- 2023-06-22
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
საერთაშორისო ფესტივალზე “თეატრალური იმერეთი 2023” წყალტუბოს სახალხო თეატრმა სპექტაკლი “სამანიშვილის დედინაცვალი” წარადგინა.
თეატრალური ფესტივალი 13 ივნისს საზეიმოდ გაიხსნა. ფესტივალის ეგიდით, 30 ივნისის ჩათვლით, რეგიონის პროფესიული თუ სახალხო თეატრები 15 სპექტაკლს წარადგენენ. თეატრალურ ფესტივალზე, იტალიის, ქალაქ ნაპოლის ექსპერიმენტული და აზერბაიჯანის სახელმწიფო თეატრებიც გამართავენ ჩვენებებს.
,,სამანიშვილის დედინაცვალის” ჩვენებას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის
მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სერგო კირკიტაძე, ასევე, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დავით კლდიაშვილის ტრაგიკომიკური ჟანრის ნაწარმოების მიხედვით დადგმულმა სპექტაკლმა, კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა მაყურებელი.
თეატრალური ფესტივალი უკვე მე – 14 სეზონს ითვლის. “თეატრალური იმერეთი 2023” – იმერეთის სამხარეო რწმუნებულის ადმინისტრაციის და იმერეთის თეატრალური საზოგადოების მიერ იმართება.
ფესტივალის მხარდამჭერია იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტი, ასევე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. თეატრალური ფესტივალი 1 ივლისს დაიხურება.