- 2023-08-31
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ მიერ ორგანიზებულ სამოქალაქო ფორუმს დაესწრო. შეხვედრის მთავარი თემა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის საკითხებს შეეხებოდა.
შეხვედრაზე ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით „თანხმობის“ დამფუძნებელმა იულია ხარაშვილმა, კოორდინატორმა ლეილა აშორდიამ და ფორუმის სხვა წევრებმა უშუალოდ მუნიციპალიტეტის მერისგან მიიღეს ინფორმაცია იმ პროექტების შესახებ, რომელიც წყალტუბოში ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას და თვითმმართველობის მუშაობაში ქალთა ჩართულობას უწყობს ხელს.
პრეზენტაციები წარმოადგინეს მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა მარეხი კანკაძემ და მერის თანაშემწემ, გენდერული საბჭოს წევრმა ირმა ხელაძემ.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა და აუდიტორიის კითხვებს უპასუხეს, როგორც საკრებულოს წევრებმა, ასევე მერიის წარმომადგენლებმა.
სამოქალაქო ფორუმზე მოწვეული იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის სპეციალისტი თამარ ჩიქავა. მან ზუგდიდის მერიის მიერ განხორციელებული პროგრამები წარმოადგინა, რომელიც გამოცდილების გაზიარების კუთხით საინტერესო აღმოჩნდა.
შეხვედრის მთავარი მიზანი ფორუმზე შერჩეული სამუშაო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი სტრატეგიები გახლდათ, რომელიც ადგილზე დაიწერა, სადაც სხვადასხვა სექტორის ჯგუფებმა (არასამთავრობომ, საზოგადოებამ, თვითმმართველობამ, ბიზნესმა ) მუნიციპალიტეტებში ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებისთვის თავიანთი ხედვები შეიმუშავეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ წყალტუბოში წლების განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივი თვითმმართველობასთან ქალთა უფლებების კუთხით.