- 2023-09-27
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, იმერეთში სახლმწიფო რწმუნებულის აპარატის ორგანიზებით, რეგიონალური საფეხბურთო ტურნირის – სახელმწიფო რწმუნებულის გარდამავალი თასის გათამაშება დაიწყო.
ტურნირში მონაწილეობას იღებენ 12- ივე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობების საფეხბურთო გუნდები. 25 სექტემბერს ტურნირის პირველი თამაში გაიმართა. „წყალტუბო არენას“ სტადნიოზე ერთმანეთს ქუთაისისა და წყალტუბოს ადგილობრივი თვითმმართველობის გუნდები დაუპირისპირდნენ.
სახელმწიფო რწმუნებულის გარდამავალი თასის ღონისძიების გახსნას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იმერეთის მხარეში ლევან კიკნაველიძე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი რეზო რობაქიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, წყალტუბოს მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი და იმერეთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
ტურნირის და ღონისძიების ორგანიზატორები არიანი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონული ორგანიზაცია, და იმერეთის ადგილობრივი თვითმმართველობები.
სახელმწიფო რწმუნებულის თასის გათამაშება 10 ოქტომბერს დასრულდება.