- 2023-10-02
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოში ტრადიციული სახალხო დღესასწაული ,,შემოდგომის წყალტუბო” მეათედ აღინიშნა.
მწვანე ქალაქში საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით არაერთი შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა. დღესასწაულმა გააერთიანა სხვადასხვა თაობის წყალტუბოელები, ამ ქალაქის სტუმრები, ის ადამიანები, რომლებიც წყალტუბოს კოლორიტულ სახეებს ქმნიან, წლების განმავლობაში თავიანთი წვლილი შეაქვთ წყალტუბოს განვითარებასა და წინსვლაში.
,,შემოდგომის წყალტუბოს” ფარგლებში წყალტუბოს საპატიო მოქალაქის ტიტული ექიმ – კარდიოლოგს, ჩაფიძის პოლიპროფილური, საკონსულტაციო კლინიკის დირექტორს დავით იოსელიანს, წყალტუბოს რაიონული საავადმყოფოს დირექტორს მაკა გაბადაძეს, დამსახურებულ ქორეოგრაფსა და მუსიკოსს ნოდარ ჭითანავას, წყალტუბოს სახალხო თეატრის მსახიობს, საესტრადო-სამეჯლისო თეატრალური სტუდიის დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს ირმა კუბლაშვილს, ბალნეოლოგიურ სფეროს ღვაწლმოსილ წარმომადგენელს შუქრი მაღლაკელიძეს, არაერთი თაობის აღმზრდელ პედაგოგს თინა ჩიხლაძეს, სპორტის დამსახურებულ მწვრთნელს როლანდ ფესტვენიძეს, წყალტუბოს მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელს ია კუხალაშვილს, წარმატებულ ბიზნესმენს მურად სინაურიძეს და სპორტის ოსტატსა და რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯს ზურაბ კახიძეს გადაეცათ.
ადგილობრივმა თვითმმართველობის პირველმა პირებმა დააჯილდოვეს წარმატებული სტუდენტები და სპორტსმენები. ასევე, დაჯილდოვდნენ ხატვის, ლიტერატურისა და ფოტოკონკურსის გამარჯვებულები.
საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირმა ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი.
„შემოდგომის წყალტუბო 2023“ გალა კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: ნუცა ბუზალაძემ, გიორგი ონიანმა, სულხან გველესიანმა, გოჩა დათუსანმა, მიშა სულუხიამ, თბილისის ახალგაზრდული კაპელისა და პროექტ ,,ცეკვავენ ვარსკვლავების’’ წარმომადგენლებმა, წყალტუბოს კულტურის ცენტრთან არსებულ სიმღერის ფოლკლორულმა ანსამბლმა “ნადურმა” და წყალტუბოს ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა.
ღონისძიება დიჯეი – Denis Keiner-ის გამოსვლით დასრულდა.