- 2023-11-03
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფელ დღნორისის და საჩხეურას დამაკავშირებელი ხიდის აღდგენა დასრულდა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში მუნიციპალიტეტის მერი, გენადი ბალანჩივაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, სერგო კირკიტაძე იმყოფებოდნენ.
ხიდის დათვალიერების შემდეგ გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომელზეც ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
,, ჩვენთვის პრიორიტეტია ყველა სოფელში მოწესრიგებული იყოს საგზაო ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალმთიან ზონაში გაკეთდეს გზები, ხიდები, განხორციელდეს მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროექტები და სოციალური პროგრამები, ამ მიზნით არაერთი პროექტის განხორციელებას ვაპირებთ, ამ ეტაპზე აღდგენილია სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდი, მოწესრიგებულია ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურა.’’-აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.
მდინარე ლაიშაზე არსებული, ორი სოფლის დამაკავშირებელი ხიდი მიმდინარე წლის ივნისის თვეში ძლიერი წვიმების შედეგად დაზიანდა, მისი რეაბილიტაციის მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 450 ათას ლარი იყო გამოყოფილი.
დასრულებულია ასევე ლეხინდრისთავი საჩხეურას დამაკავშირებელი სამ კილომეტრამდე გზის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც
მაღალმთიანი სოფლების განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და მისი ღირებულება 736 ათასი ლარია.