- 2023-11-14
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
ქალაქის N24-ე საბავშვო ბაღის ეზოში 105 ძირი მწვანე ნარგავი პატარებთან ერთად თვითმმართველობის პირველმა პირებმა, ა(ა)იპ საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა გიორგი იობიძემ და ა(ა)ი.პ ,,დასუფთავებისა და კეთილმოწყობის თანამშრომლებმა დარგეს.
,,24-ე საბავშვო ბაღი წელს გაიხსნა, ადგილობრივებს დავპირდი, რომ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან ერთად შესრულდებოდა გამწვანების სამუშაოები. ახალ ნერგებს საბავშვო ბაღის აღსაზრდელები მოუვლიან, მათ მიერ დარგული ხეები კი კიდევ მრავალი წელი გაალამაზებს ამ გარემო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევქმნათ ჯანსაღი და კომფორტული გარემო ჩვენ ქალაქში ’’- აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ
დღესვე, მუნიციპალიტეტის მერმა ახალ ბაღის შენობა დაათვალიერა და პატარებს წარმატებები უსურვა.