ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ დიდავა უძღვებოდა.

კომისიის წევრებმა განიხილეს ანგარიში ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანების“ მიერ 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.

ასევე, კომისიამ განიხილა ქალაქ წყალტუბოში, ჩახრუხაძის (ყოფილი წულუკიძის) ქუჩა #2-ში, შპს „ბადენ წყალტუბოს“ საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთში (ს/კ 29.08.32.169)  შვიდ სართულიანი სასტუმროს მშენებლობისათვის  განაშენიანების გეგმის  შეთანხმების საკითხი.

დეპუტატებმა იმსჯელეს ამავე კომისიის 2024 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმის საკითხზე.

სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების უფროსი ზაზა ერბელიძე ესწრებოდა.