- 2024-02-23
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოში ინფრასტრუქტურული პროექტების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე და საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი სოფლების: მუხიანისა და ოფშკვითის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ამჟამად მიმდინარეობს ორი სოფლის: მუხიანისა და ოფშკვითის დამაკავშირებელი გზის რებილიტაცია, აღნიშნული გზა ათეული წლების განმავლობაში არ იყო მოწესრიგებული, გადაწყვეტილება პროექტის განხორციელების შესახებ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მივიღეთ, პროექტის დასრულების შედეგად ახალი გზით მუხიანისა და ოფშკვითის მოსახლეობასთან ერთად, სოფელ საყულიის მოსახლეობაც ისარგებლებს. გზების რეაბილიტაციის ახალი პროექტები, ასევე მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც დაიწყება’’-აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ორი დიდი სოფლის: მუხიანისა და ოფშკვითის დამაკავშირებელი გზა რეაბილიტაციის დაწყებამდე სრულად ამორტიზებული იყო, რაც ხელს უშლიდა როგორც ტრანსპორტის, ისე ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებას.
აღნიშნული გზის რეაბილიტაციის შედეგად, სოფლების მოსახლეობისთვის გადაადგილება მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული გახდება