- 2024-03-01
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს გენადი ბალანჩივაძესა და საკრებულოს თავმჯდომარეს თეიმურაზ ჭეიშვილს შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდა დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ნათია კოპალიანი.
წყალტუბოში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებებსა და საცხოვრებელი ადგილების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხების განხილვის შემდეგ, გაიმართა შეხვედრა წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩაზე არსებულ დევნილთა დასახლებაში, რომელზეც ისაუბრეს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე.