- 2024-04-02
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა.
ქალაქის საჯარო სკოლების თვითმმართველობის წევრებმა მუნიციპალიტეტის მერს წყალტუბოში ახალგაზრდული საბჭოს შექმნისა და სხვადასხვა პროექტების მხარდაჭერის ინიციატივა გააცნეს.
გენადი ბალანჩივაძემ დეტალურად ისაუბრა ახალგაზრდებთან კომუნიკაციის ახალ ფორმაზე და ქალაქის მართვის პროცესში დიალოგის ფორმატში, მათთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
” სკოლებში მოქმედი თვითმმართველობები პედაგოგებისა და მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე არაერთ საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებენ, რომელთა მიზანი მომავალი თაობის სამოქალაქო აქტიურობა და იდეათა რეალიზებაა. მიხარია, რომ ახალგაზრდები მზად არიან ჩაერთონ თვითმმართველობის მუშაობაში. მაქსიმალურად შევეცდები მხარი დავუჭირო ყველა საინტერესო ინიციატივასა და პროექტს, რომელთა განხორციელება წყალტუბოს განვითარებისთვის მნიშვნელოვანია “ -განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.
მერთან ახალგაზრდების შეხვედრას განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი და მერის თანაშემწე ირმა ხელაძე ესწრებოდნენ.