- 2024-04-26
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ დიდავა უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს ქალაქ წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის დამტკიცებაში ცვლილებების შეტანის საკითხი.
ასევე, კომისიამ იმსჯელა ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრისათვის“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების-ტუმბო ორი ცალი, სილიკონის მილი d-80 მმ დიამეტრის, 50 გრძივი მეტრი, გენერატორი ASTRA KOREA სამსახურეობრივი საჭიროებებისათვის გადაცემის საკითხზე.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სირცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების უფროსი ზაზა ერბელიძე ესწრებოდა.