წყალტუბოს სამხატვრო სკოლის გალერეაში დამამთავრებელი კურსის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

წყალტუბოს სამხატვრო სკოლის გალერეაში დამამთავრებელი კურსის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა მოეწყო.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ჟანრის როგორც ფერწერული, ასევე გრაფიკული ნამუშევრები.
კურსდამთავრებულთა ნამუშევრები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
მერმა მადლობა გადაუხადა ახალგაზრდა მხატვრებს და წარმატებები უსურვა შემოქმედებით გზაზე.
სკოლის დირექტორმა ავთანდილ ჯიბუტმა მომავალი მხატვრები და მათი ნამუშევრები წარუდგინა დამთვალიერებელს.
ა(ა)იპ “წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორმა ნინო ხურციამ სამხატვრო სკოლის პედაგოგებსა და აღსაზრდელებს მხარდაჭერას დაჰპირდა.