- 2024-06-26
- ავტორი tskaltubo
- Categories: Uncategorized @ka-ge, მერიის ანონსი
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის გენადი ბალანჩივაძის ინიციატივით მუნიციპალიტეტში რვა ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსთან ერთად, სოფელ მუხიანში და სოფელ ოფშკვითში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა.
„მიმდინარე წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოციალურად შეჭირვებულ რვა ოჯახს ახალ საცხოვრებელ სახლებს გადავცემთ. ამასთან აღნიშნულ ოჯახებს, საჭიროების შესაბამისად, უზრუნველვყოფთ საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და ავეჯით. ბიუჯეტიდან დაფინანსებული სოციალური პროგრამის ფარგლებში, ამ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება“ – განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.
რვა ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა სექტემბერში დასრულდება.