- 2024-06-28
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე საბავშვო ბაღების გაერთიანების მმართველს გიორგი იობიძეს და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა მენეჯერებსა და პედაგოგებს შეხვდა.
შეხვედრაზე საბავშვო ბაღებისთვის შეძენილი სათამაშოებისა და სამზარეულოს ინვენტარის საკითხებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტში ამჟამად ორი ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, ხოლო არსებულ ბაღებში ზაფხულის პერიოდში კეთილმოწყობის სამუშაოები იგეგმება.
,,მომავალ თაობაზე ზრუნვა არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, შესაბამისად, ერთობლივად ვმუშაობთ როგორც ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, ასევე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარემოს შექმნაზე’’-განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.
ა(ა)იპ ,,საბავშვო ბაღების გაერთიანების“ მმართველმა გიორგი იობიძემ ისაუბრა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისას ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერაზე, აღინიშნა რომ ამ ეტაპზე აუცილებელია, ასევე საბავშვო ბაღებისთვის საბავშვო ლიტერატურის შესყიდვა, ამ საკითხის მოგვარებაში მუნიციპალიტეტის მერი პედაგოგებს დახმარებას დაჰპირდა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სულ 24 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, რომლებშიც 1500 აღსაზრდელი იღებს სკოლამდელ განათლებას.