გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.

გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 4 საკითხზე იმსჯელეს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მაკა ჭელიძემ ისაუბრა საკითხზე: გენდერული თანასწორობა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში.

საბჭოს სხდომაზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებში 2024 წელს მიღებული ახალი ინიციატივების შესახებ დაწვრილებით ისაუბრა მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია ჩაკვეტაძემ.

ასევე, საბჭოს წევრებს პრეზენტაციის სახით სპორტი და გენდერული თანასწორობის საკითხი წარუდგინა მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა ფატი გაგოშიძემ.

სხდომაზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გენდერული კუთხით ახალი პროგრამების განხილვის საკითხზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწემ ირმა ხელაძემ ისაუბრა.