მორიგი სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, მერიის სტრუქტურული ერთეულისა და ა(ა)იპ – ების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლიბების გაერთიანების“ წესდების ახალი რედაქციით დამტკიცების საკითხზე.
სხდომაზე, საკრებულოს წევრებმა განიხილეს ქალაქ წყალტუბოში, გ.წითლანაძის ქუჩისათვის ილია II-ის სახელის და ასევე, სოფელ გუმბრაში მე-18 ქუჩისათვის არქიმანდრიტ სოგრატი ჭულუხაძის სახელის მინიჭების საკითხი.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში.
მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა ა(ა)იპ ,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების’’ საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთებში ცვლილების შეტანის საკითხზე.
დეპუტატებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში ა(ა)იპ ,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების ცენტრის’’ მიერ 2026 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
აგრეთვე, დადებითად შეფასდა ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ 2026 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების საკითხში.
დეპუტატებმა განიხილეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის შეთანხმების შესახებ.’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის № 138(გ-49.4925366011) განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
ასევე, ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის საკითხში.
საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხზე.