კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი უძღვებოდა.

სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის   კულტურის, განათლების,  სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის  2024   წლის I-II კვარტლში გაწეული მუშაობის შესახებ.

ასევე, დეპუტატებმა განიხილეს ანგარიში ა(ა)იპ „წყალტუბოს არენას“ მიერ 2024 წლის I-II კვარტლში გაწეული მუშაობის შესახებ.

სხდომას წყალტუბოს მუნციპალიტეტის მერიის კულტრუის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მაია ჯანელიძე და ა(ა)იპ „წყალტუბოს არენას“ დირექტორი ამირან ვარდანიძე ესწრებოდნენ.