საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ხათუნა მაღლაკელიძე უძღვებოდა.

კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის მეორე კვარტლის ბიუჯეტის შესრულების საკითხი.

სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი ფატი გაგოშიძე ესწრებოდა.