კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი უძღვებოდა.

სხდომაზე, კომისიამ განიხილა ანგარიში ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების’’ მიერ 2024 წლის I-II კვარტალი გაწეული მუშაობის შესახებ.

სხდომას ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების“ მმართველის მოადგილე დავით ფაჩუაშვილი ესწრებოდა.