პირველკლასელების ოჯახების დახმარების პროგრამა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის გენადი ბალანჩივაძის ინიციატივით, უკვე მეორე წელია ხორციელდება სოციალურად დაუცველი პირველკლასელების ოჯახების დახმარების პროგრამა.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ პირველკლასელების ოჯახებს (სარეიტინგო ქულა 0-დან 120 000 ქულის ჩათვლით), სასკოლო ნივთების შესაძენად 100 ლარი გადაეცემათ.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან;
ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები