- 2024-09-28
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შემოდგომის წყალტუბო“ აღინიშნა.
მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინა.
საზეიმო ვითრებაში გაიხსნა დიდი ქართველი პოეტის გალაკტიონ ტაბიძის ძეგლი.
მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა წყალტუბოსთან დამეგობრებული ქალაქების შილუტეს, სალდუსის, სალსომაჯორეს, იუნიევოს, უნგენის, გალაცისა და რიზეს დელეგაციები მიიღეს.
იტალიის დელეგაციის წარმომადგენელმა კრისტინა სერვინმა წყალტუბოს დროშასა და გერბზე გამოსახული სიმბოლოებით, ასევე, კურორტის სავიზიტო ბარათად ქცეული ძველი არქიტექტურული ნიმუშების მახასიათებლებით შექმნილი შარფის პრეზენტაცია წარმოადგინა.
მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. გაიმართა კლასიკური მუსიკის კონცერტი.