გაცოცხლებული ნახატები „შემოდგომის წყალტუბოს” ფარგლებში

ახალხო დღესასწაულის „შემოდგომის წყალტუბოს” ფარგლებში მთელი დღის სხვადასხვა კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები გაიმართა.
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, პირველმა მოადგილემ ლევან სანიკიძემ, პარლამენტარმა ზაზა ლომინაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ პირებთან ერთად საგანგებო სიტუაციებისა და სამხედრო აღჭურვილობის საჩვენებელი სივრცეები დაათვალიერეს და წყალტუბოელებს დღესასწაული მიულოცეს.
მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ცნობილი ქართველი მხატვრების შედევრები წარმოადგინეს. გაიმართა თეატრალიზებული წარმოდგენები, მოეწყო ახალგაზრდული და ტურისტული სივრცეები, გამოფენები.