საკრებულოს მორიგი სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.

სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, მერიის სტრუქტურული ერთეულისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 15 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში.

საკრებულოს წევრებმა განიხილეს ანგარიში წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის 2024  წლის    ცხრა  თვის  ბიუჯეტის  შესრულების  შესახებ.

ასევე, დეპუტატებმა იმსჯელეს საკითხზე: ,,წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის ბეჭდებზე  უფლებამოსილებათა  გამიჯვნის შესახებ’’ წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 აგვისტოს №36 137 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრის“  და აგრეთვე< ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ მიერ 2024 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

ცვლილება შევიდა წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის  პირების,აპარატის პროფესიული საჯარო  მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულების  პოზიციებზე დასაქმებული  პირების თანამდებობრივი  სარგოების განსაზღვრისა  და საშტატო ნუსხის დამტკიცების საკითხში.

აგრეთვე, ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის საკითხში.

საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის  წესით, იჯარით  გადაცემისას – საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის საკითხი.

დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს  მუნიციპალიტეტში 2024-2025-2026 წლებში საქართველოს  რეგიონალური  განვითარების   ფონდის  მიერ  დასაფინანსებელი  ინფრასტრუქტურული  პროექტების საპროექტო  წინადადებების  განხილვისა და მოწონების საკითხზე.

მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა ა(ა)იპ ,, წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  სპორტული კლუბების  გაერთიანებისათვის’’ წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში  არსებული,  ქალაქ  წყალტუბოში ,შანიძის ქუჩა #1-ში მდებარე შენობის(საკ.კოდი #29.08.37.143)პირველ სართულზე განთავსებული 443.9 კვ.მ. ფართის  სარგებლობის უფლებით,  პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის  ფორმით  გადაცემის  საკითხზე.

ასევე, მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა სს,,სილქნეტი’’-სათვის 5(ხუთი)  წლის ვადით, სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით,    იჯარით, ქალაქ  წყალტუბოში,  დედაენის ქუჩაზე ს/კ 29.00.672 მდებარე 5(ხუთი) ერთეული  გარე განათების  კონსტრუქციის  გადაცემის საკითხზე.

საკრებულოს წევრებმა განიხილეს 160 (ასსამოცი)ერთეული  პლასტმასის  ნაგავშემკრები  კონტეინერის , რიცხული წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  მერიის ბალანსზე, რომელთა ღირებულება  შეადგენს 86880(ოთხმოცდა  ექვსი ათას რვაას ოთხმოცი) ლარს ა(ა)იპ ,,წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის დასუფთავების  ცენტრი’’-სათვის  უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის საკითხი.

დეპუტატებმა განიხილეს ქალაქ  წყალტუბოში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებში (ს/კ 29.08. 35. 099 და ს/კ 29.08.33.865)  განაშენიანების კოეფიციენტების (კ-1) და  განაშენიანების ინტენსივობის (კ-2)   განსაზღვრის საკითხი.

საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში შრომითი  ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის შეთანხმების საკითხზე.

აგრეთვე, საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს      მუნიციპალიტეტის      საკრებულოს    წევრების     (გარდა   საკრებულოს  თანამდებობის  პირებისა)   უფლებამოსილების   განხორციელებასთან დაკავშირებული  ხარჯების ანაზღაურების საკითხი.