ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შალვა კილაძე უძღვებოდა.

სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების საკითხი.

ასევე, კომისიამ იმსჯელა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების საკითხზე.

კომისიის სდომაზე, დეპუტატებმა განიხილეს ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“ ბენეფიციართა შერჩევის წესის დამტკიცებაში  ცვლილებების შეტანის საკითხი.

კომისიის წევრებმა აგრეთვე, იმსჯელეს ამავე კომისიის 2025 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმის საკითხზე.