- 2024-12-26
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა საკრებულოს წევრებს და ადგილობრივ მოსახლეობას 2024 წლის გაწეული საქმიანობის წლიური ანგარიში წარუდგინა.
საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა, საანგარიშო პერიოდში ჩატარებულ საკრებულოს სხდომებზე, ასევე მისი მონაწილეობით ფრაქციისა და კომისიების მუშაობის ფარგლებში გამართულ სხდომებსა და შეხვედრებზე ისაუბრა.
საკრებულოს თავმჯდომარემ ანგარიშის წარდგენის დროს ისაუბრა მუშაობის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებზე და 2024 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე.
ანგარიშის წარდგენას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, საკრებულოს წევრები, მერიის სტრუქტურული ერთეულის და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელი პირები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე:https://tskaltubo.gov.ge/wp-content/uploads/2024/12/theimuraz-tcheishvili-2024-tslis-angarishi-dokumenturi-masala.pdf