- 2025-01-31
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შალვა კილაძე უძღვებოდა.
სხდომაზე, დეპუტატებმა განიხილეს ამავე კომისიის ანგარიში 2024 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
ასევე, კომისიის წევრებმა იმჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცებაში ცვლილებების შეტანის საკითხზე.