კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი უძღვებოდა.

სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს ანგარიში წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  მერიის  კულტურის, განათლების,  სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის მიერ 2024 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.

სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი რიმა მარგიანი ესწრებოდა.