საკრებულოს მორიგი სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.

სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, მერიის სტრუქტურული ერთეულის და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

სხდომაზე, დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 24  საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში.

სხდომაზე, დეპუტატებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  მერიის  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის და აგრეთვე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  მერიის  ზედამხედველობის, სივრცითი  მოწყობისა და  არქიტექტურის სამსახურის  მიერ მიერ 2024 წლის III-IVკვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის 2024 წლის მეოთხე  კვარტლის   ბიუჯეტის  სარეზერვო ფონდის  განკარგვის საკითხი.

მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრის“, ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“, ა(ა)იპ ,,წყალტუბო არენას“, ა(ა)იპ ,,ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის“, ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების ცენტრის“, ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“, ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების“, ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  ბავშვთა და ახალგაზრდობის  ცენტრის“, ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და  კეთილმოწყობის ცენტრის“, ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის    კულტურის ცენტრის“  და ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების“ საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთებში ცვლილების შეტანის საკითხებზე.

ცვლილება შევიდა  წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  2025 წლის  ბიუჯეტიდან  სოციალური დახმარების  პროგრამით გათვალისწინებული თანხის  გაცემის წესის დამტკიცების საკითხში.

საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  საკრებულოს ჯანდაცვისა და  სოციალურ  საკითხთა კომისიის  მიერ 2024 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.

სხდომაზე, დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების  საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის და ასევე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების საკითხი.

მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  მერიის   საკუთრებაში  არსებული  საფეხბურთო მოედნის  ტექნიკის  ა(ა)იპ ,,წყალტუბო არენა’’-სთვის  საკუთრებაში გადაცემის საკითხზე.

საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და დადებითად შესაფასეს ანგარიში წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  მერიის  კულტურის, განათლების,  სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის მიერ 2024 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.

ცვლილბა შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის  საკითხში.

ასევე, ცვლილება შევიდა წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის  პირების, აპარატის პროფესიული საჯარო  მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულების პოზიციებზე დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრისა  და საშტატო ნუსხის დამტკიცების საკითხში.

დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  მერიასა და საკრებულოში შრომითი  ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის შეთანხმების საკითხი.

საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს წყალტუბოს   მუნიციპალიტეტის   საკრებულოს  წევრების     (გარდა  საკრებულოს  თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების   განხორციელებასთან დაკავშირებული  ხარჯების ანაზღაურების საკითხზე.