ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ დიდავა უძღვებოდა.

სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2024 წელს დამტკიცებული მუნიციპალიტეტების მიერ 2022-2023 წლებსა და 2024 წლის 1 ივლისამდე პერიოდში საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის   ეფექტიანობის აუდიტის  შესახებ.

ასევე, კომისიამ განიხილა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში და სოფელ ქვიტირში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხი.