- 2025-04-11
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა და მერის მოადგილემ გია კვასტიანმა ესეების კონკურსის გამარჯვებულებს დიპლომები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
,,წყალტუბოს განვითარების პროცესში, ახალგაზრდობის ჩართულობის გაძლიერება და პროექტების მათთან ერთად დაგეგმვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც მუნიციპალიტეტის მერი ყოველთვის მხარს ვუჭერ ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდების გამოვლენას და მათი ინოვაციური იდეების განხორციელებას“-განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.
მოსწავლეთა მიერ გამოვლენილი ცოდნის, ანალიტიკური უნარების, ანალიტიკური აზროვნებისა და წიგნიერების შესახებ ისაუბრა მერის მოადგილემ გია კვასტიანმა.
ესეების კონკურსი ,,ვწერ თავისუფალ თემას“ მიზნად ისახავდა მოსწავლეთა წახალისებას განათლების როლის გააზრებისა და შემოქმედებითი ინდივიდუალური სააზროვნო უნარების გამოვლენისათვის.
კონკურსში პირველი ადგილი ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ნინო ნიქაბაძემ დაიკავა, მეორე ადგილისათვის დიპლომი გადაეცა წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეს , მარიამ კორკოტაძეს, ხოლო მესამე ადგილი N1 საჯარო სკოლისა და N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მათე იობიძემ და ნია ბენიძემ დაიკავეს. განსაკუთრებული შემოქმედებითი უნარების გამოვლენისათვის დიპლომი გადაეცა N2 საჯარო სკოლის მოსწავლეს, მარიამ ბუკიას.
კონკურსი მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიებათა მართვის განყოფილების ინიციატივითა და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის მხარდაჭერით ჩატარდა.