- 2025-04-17
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, მოადგილე გია კვასტიანი, საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა კილაძე და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მაკა ჭელიძე ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლს“ ესტუმრნენ, ბენეფიციარებს დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და სააღდგომო ნობათები გადასცეს.
ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“ ბენეფიციარებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფულადი დახმარება ჩაერიცხათ.
სააღდგომო ნობათები გადასცეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს.
სააღდგომო ნობათები წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 350 ოჯახმა მიიღო.