აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში კვების პროდუქტები დარიგდა

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში კვების პროდუქტები დარიგდა.
მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და მერის მოადგილემ გია კვასტიანმა რამდენიმე ოჯახს სააღდგომო ნობათი პირადად გადასცეს.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან 350 სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სასურსათო პაკეტების შესაძენად 35000 ლარი გამოიყო.
ნობათის დარიგებაში მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და საკრებულოს წევრები მონაწილეობდნენ.
პროდუქტი დაურიგდა „წყალტუბოს ინკლუზიური ცენტრის“ აღსაზრდელებს, ხოლო „სათნოების სახლის” თითოეულ ბენეფიციარს (სულ 240) პირად ანგარიშებზე 100-100 ლარი ჩაერიცხათ.
დღესვე, ,,სათნოების სახლის” ბენეფიციარებს გადაეცათ 250 პაკეტი საკვები პროდუქტების ნაკრები “ოდოია”, რომელიც შ.პ.ს. “ქ მექანიზატორმა”, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიას უსასყიდლოდ გადასცა.