ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით გვირგვინებით შეამკეს სოფელ გვიშტიბში არსებული გმირთა მემორიალი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, თეიმურაზ ჭეიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით გვირგვინებით შეამკეს სოფელ გვიშტიბში არსებული გმირთა მემორიალი და პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას.
,,ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი გავიდა. ყველა ვეტერანს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან თარიღს, ჩვენ ვალდებული ვართ ღირსეული პატივი მივაგოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს ფაშიზმის დამარცხებაში”- აღნიშნა გენადი ბალანჩივაძემ.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ.