მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთა საბჭოში ცვლილებები განხორციელდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთა საბჭოში ცვლილებებია. კანონის თანახმად, მრჩეველთა საბჭო ყოველწლიურად განახლებადია, ამჯერად საბჭოს შემადგენლობას 8 ახალი წევრი შეემატა და სულ 16 წევრისგან შედგება.
საბჭოს სხდომა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ გახსნა და საბჭოს ახალი წევრები გააცნო აუდიტორიას.
საბჭოს შემადგენლობას სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მუნიციპალიტეტში ცნობილი ადამიანები შეუერთდნენ.
უცვლელი დარჩა მერის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის და მდივნის კანდიდატურები. მერის მრჩევლებს ისევ ბიზნესმენი – შპს. „ჰერბიას“ დამფუძნებელი ზურაბ ჯანელიძე უხელმძღვანელებს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია საბჭოს საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ფატი გაგოშიძემ გააცნო. აღინიშნა, რომ 2025 წლის ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით 17 მილიონით გაიზარდა და წლის ბოლომდე ზრდაა დაგეგმილი.
სოციალურ პროგრამებზე ისაუბრა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა ნათია ჩაკვეტაძემ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს კომპეტენციას მიეკუთვნება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის, სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტების განხილვა და წინადადებების შემუშავება, აგრეთვე მნიშვნელოვანი სამართლებრივი აქტების, ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა.